Сообщения

Изображение
სასკოლო პროექტი: ქვის წიგნი 1.      პროექტისსახელი : ქვის წიგნი 2. პროექტისმოკლეაღწერა 1-2 წინადადებით : მოსწავლეებმა მოამზადონ ხელნაკეთი წიგნები; 3. პროექტისსრულიაღწერა : ლევან გოთუას მოთხრობა „ქვის დედაენის“ შესწავლის მერე მე-6 კლასში გაგვიჩნდა სურვილი, მოგვემზადებინა სასკოლო პროექტი. მოთხრობაში აღწერილია, როგორ ასწავლა მწიგნობარმა ედიშერმა პატარა ბიჭს წერა-კითხვა გამოქვაბულში: ისრის წვერით ამოუკაწრა ასოები ქვაზე და მთელი ანბანი წიგნივით გადაიტანა ქვის ფირფიტებზე. გაჩნდა იდეა, რომ თავადაც მოემზადებინათ ბავშვებს ხელნაკეთი წიგნები და მიემსგავსებინათ იმ წიგნებისათვის, რომლებსაც ჩვენი წინაპრები ქაღალდისა და სტამბის გამოგონებამდე ამზადებდნენ.  ამ პროექტის დახმარებით ბავშვები გაიღრმავებენ ცოდნას უძველესი დამწერლობების შესახებ, შეისწავლიან საწერი მასალის განვითარების ეტაპებს; პირველყოფილი ილუსტრაციებისა და გამოქვაბულის კედლების მხატვრობის დათვალიერების მერე თავადაც შექმნიან ილუსტრაციებს იმის მიხედვით, რა თემებზე წარმოუდგენიათ, რომ შეიძლებოდა ჩვენს წინაპრებს და...
Изображение
144-ე საჯარო სკოლის მე-8 ა და ბ  კლასების მოსწავლეებმა მოამზადეს სასკოლო პროექტი: რატომ უნდა ვიკითხოთ კლასიკოსები?! პროექტი იყო გრძელვადიანი- 28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე მოზარდები მუშაობდნენ კედლის გაზეთებსა და პრეზენტაციაზე. ჯგუფებმა გაინაწილეს  ქართველი კლასიკოსები: ნიკოლოზ ბარათაშვილი, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა. მათი ცხოვრებისა და შემოქმედების მიხედვით მოამზადეს ორიგინალური ნამუშევრები. შეურჩიეს საინტერესო დიზაინი და გააფორმეს მოძიებული ფოტომასალითა თუ საკუთარი ნახატებით.
Изображение
საყვარელი პერსონაჟების გარეგნულ პორტრეტებზე დაკვირვება, მათი შინაგანი სამყაროს შესწავლა და მათი ქცევის გააანალიზება- ეს იყო სასკოლო პროექტის -"პორტრეტების გალერეა"-  მიზანი. პროექტი განხორციელდა 144-ე საჯარო სკოლის VII- ა და ბ კლასის მოსწავლეთა მიერ, პედაგოგები: ქეთი ქათამაძე, ეკა გოგუა. პროექტზე მუშაობა გრძელდებოდა ერთი თვის მანძილზე, ჯგუფებმა 2014 წლის მარტსა და აპრილში მოიძიეს ინფორმაცია მათი საყვარელი პერსონაჟების შესახებ (პროგრამული ან არაპროგრამული ნაწარმოებებიდან), მოამზადეს პლაკატები, 28 აპრილს მოეწყო პრეზენტაცია ჯერ კლასებში, შემდეგ კი ნამუშევრები გამოიფინა სკოლის დერეფანში. სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ, რომელშიც იყვნენ ხელოვნების პედაგოგი, სკოლის დირექტორი , ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები, გამოავლინა გამარჯვებულები. ჯგუფები დაჯილდოვდნენ I, II და III ხარისხის სიგელებით. მსგავსი პროექტების განხორციელება სახალისო და სასარგებლოა მოზარდებისათვის, ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირის დამყარებას და მოსწავლეთა ზოგადი განათლების თვალსაწიერის გაფართოებას, ასევე მხატვრ...
ასევე დაგეგმილია საახალწლო მინიატურების კონკურსის ჩატარება.
Изображение
144-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა 2012 წლის 20 მაისს ჩაატარეს ღონისძიება "შემინახე, დედაო მიწავ!" ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მიხედვით. 2013 წლის ოქტომბერში მოაწყეს კედლის გაზეთების გამოფენა თემაზე: რა შეუძლიათ ლექსებს?! 2013 წლის ნოემბერში მოამზადეს პრეზენტაციები თემაზე: "ლეგენდები და მითები". 2013 წლის დეკემბერში გამოუშვეს ლიტერატურული ჟურნალი.