საყვარელი პერსონაჟების გარეგნულ პორტრეტებზე დაკვირვება, მათი შინაგანი სამყაროს შესწავლა და მათი ქცევის გააანალიზება- ეს იყო სასკოლო პროექტის -"პორტრეტების გალერეა"- მიზანი. პროექტი განხორციელდა 144-ე საჯარო სკოლის VII- ა და ბ კლასის მოსწავლეთა მიერ, პედაგოგები: ქეთი ქათამაძე, ეკა გოგუა. პროექტზე მუშაობა გრძელდებოდა ერთი თვის მანძილზე, ჯგუფებმა 2014 წლის მარტსა და აპრილში მოიძიეს ინფორმაცია მათი საყვარელი პერსონაჟების შესახებ (პროგრამული ან არაპროგრამული ნაწარმოებებიდან), მოამზადეს პლაკატები, 28 აპრილს მოეწყო პრეზენტაცია ჯერ კლასებში, შემდეგ კი ნამუშევრები გამოიფინა სკოლის დერეფანში. სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ, რომელშიც იყვნენ ხელოვნების პედაგოგი, სკოლის დირექტორი , ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები, გამოავლინა გამარჯვებულები. ჯგუფები დაჯილდოვდნენ I, II და III ხარისხის სიგელებით. მსგავსი პროექტების განხორციელება სახალისო და სასარგებლოა მოზარდებისათვის, ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირის დამყარებას და მოსწავლეთა ზოგადი განათლების თვალსაწიერის გაფართოებას, ასევე მხატვრული გემოვნების ჩამოყალიბებას.
07.05.14
სურათებს თუ სხვებიც გადაიღებთ, გამომიგზავნეთ და დავდებ:))))))))))
ОтветитьУдалить