ასევე დაგეგმილია საახალწლო მინიატურების კონკურსის ჩატარება.
სასკოლო პროექტი: ქვის წიგნი 1. პროექტისსახელი : ქვის წიგნი 2. პროექტისმოკლეაღწერა 1-2 წინადადებით : მოსწავლეებმა მოამზადონ ხელნაკეთი წიგნები; 3. პროექტისსრულიაღწერა : ლევან გოთუას მოთხრობა „ქვის დედაენის“ შესწავლის მერე მე-6 კლასში გაგვიჩნდა სურვილი, მოგვემზადებინა სასკოლო პროექტი. მოთხრობაში აღწერილია, როგორ ასწავლა მწიგნობარმა ედიშერმა პატარა ბიჭს წერა-კითხვა გამოქვაბულში: ისრის წვერით ამოუკაწრა ასოები ქვაზე და მთელი ანბანი წიგნივით გადაიტანა ქვის ფირფიტებზე. გაჩნდა იდეა, რომ თავადაც მოემზადებინათ ბავშვებს ხელნაკეთი წიგნები და მიემსგავსებინათ იმ წიგნებისათვის, რომლებსაც ჩვენი წინაპრები ქაღალდისა და სტამბის გამოგონებამდე ამზადებდნენ. ამ პროექტის დახმარებით ბავშვები გაიღრმავებენ ცოდნას უძველესი დამწერლობების შესახებ, შეისწავლიან საწერი მასალის განვითარების ეტაპებს; პირველყოფილი ილუსტრაციებისა და გამოქვაბულის კედლების მხატვრობის დათვალიერების მერე თავადაც შექმნიან ილუსტრაციებს იმის მიხედვით, რა თემებზე წარმოუდგენიათ, რომ შეიძლებოდა ჩვენს წინაპრებს და...
Комментарии
Отправить комментарий