Сообщения

Сообщения за ноябрь, 2014
Изображение
144-ე საჯარო სკოლის მე-8 ა და ბ  კლასების მოსწავლეებმა მოამზადეს სასკოლო პროექტი: რატომ უნდა ვიკითხოთ კლასიკოსები?! პროექტი იყო გრძელვადიანი- 28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე მოზარდები მუშაობდნენ კედლის გაზეთებსა და პრეზენტაციაზე. ჯგუფებმა გაინაწილეს  ქართველი კლასიკოსები: ნიკოლოზ ბარათაშვილი, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა. მათი ცხოვრებისა და შემოქმედების მიხედვით მოამზადეს ორიგინალური ნამუშევრები. შეურჩიეს საინტერესო დიზაინი და გააფორმეს მოძიებული ფოტომასალითა თუ საკუთარი ნახატებით.