Сообщения

Сообщения за ноябрь, 2015

რეფერატი: აბო თბილელის მსგავსება უფალთან

72-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის ნინო გამცემლიძის რეფერატი თემაზე: აბოს მიმსგავსება უფალთან „წამებაი წმიდისა ჰაბოისი“ არის იოანე საბანისძის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები, რომელიც დაიწერა მე-8 საუკუნეში. ავტორი იყენებს ჰაგიოგრაფიულ სახე-სიმბოლოებს და აბოს მიამსგავსებს უფალს 18 ნიშნით. ესენია: კარი , გზა , ტარიგი, მწყემსი, თავსაკიდური ლოდი, მარგალიტი, მარილი, ყვავილი, ანგელოზი, ანგელოზი, ადამიანი, ღმერთი, სინათლე, მიწა, მდოგვის მარცვალი, მატლი, სიმართლის მზე... აბოს საქართველოში შემოსვლის შემდეგ ქართლი მისთვის ქრისტიანული სულიერების კარად იქცა, აქ შეისწავლა ქრისტეს სჯული; ქრისტიანული სულიერების კარში შესვლის შემდეგ ქრისტიანის წინაშე გადარჩენისკენ მიმავალი „გზა“ წარმოჩნდება, იგი ხედავს, რომ უფალთნ უკვდავებაში დასაბრუნებელი ერთადერთი გზა ქრისტიანობაა და სხვა რელიგიებისკენ აღარ გადაიხრება. თავისი ცხოვრების შემდგომ ეტაპზე აბო უფალს ემსგავსება, როგორც „გზას“_ნერსე ერისთავთან ხაზარეთისკენ მიმავალი აბო ნათლისღებას აპირებს, იგი კარგად ხედავს ჭეშმარიტებას, მისთვის არ არსებობს საშიშროე...