სასკოლო პროექტი: ქვის წიგნი 1. პროექტისსახელი : ქვის წიგნი 2. პროექტისმოკლეაღწერა 1-2 წინადადებით : მოსწავლეებმა მოამზადონ ხელნაკეთი წიგნები; 3. პროექტისსრულიაღწერა : ლევან გოთუას მოთხრობა „ქვის დედაენის“ შესწავლის მერე მე-6 კლასში გაგვიჩნდა სურვილი, მოგვემზადებინა სასკოლო პროექტი. მოთხრობაში აღწერილია, როგორ ასწავლა მწიგნობარმა ედიშერმა პატარა ბიჭს წერა-კითხვა გამოქვაბულში: ისრის წვერით ამოუკაწრა ასოები ქვაზე და მთელი ანბანი წიგნივით გადაიტანა ქვის ფირფიტებზე. გაჩნდა იდეა, რომ თავადაც მოემზადებინათ ბავშვებს ხელნაკეთი წიგნები და მიემსგავსებინათ იმ წიგნებისათვის, რომლებსაც ჩვენი წინაპრები ქაღალდისა და სტამბის გამოგონებამდე ამზადებდნენ. ამ პროექტის დახმარებით ბავშვები გაიღრმავებენ ცოდნას უძველესი დამწერლობების შესახებ, შეისწავლიან საწერი მასალის განვითარების ეტაპებს; პირველყოფილი ილუსტრაციებისა და გამოქვაბულის კედლების მხატვრობის დათვალიერების მერე თავადაც შექმნიან ილუსტრაციებს იმის მიხედვით, რა თემებზე წარმოუდგენიათ, რომ შეიძლებოდა ჩვენს წინაპრებს და...
Популярные сообщения из этого блога
რეფერატი: აბო თბილელის მსგავსება უფალთან
72-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის ნინო გამცემლიძის რეფერატი თემაზე: აბოს მიმსგავსება უფალთან „წამებაი წმიდისა ჰაბოისი“ არის იოანე საბანისძის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები, რომელიც დაიწერა მე-8 საუკუნეში. ავტორი იყენებს ჰაგიოგრაფიულ სახე-სიმბოლოებს და აბოს მიამსგავსებს უფალს 18 ნიშნით. ესენია: კარი , გზა , ტარიგი, მწყემსი, თავსაკიდური ლოდი, მარგალიტი, მარილი, ყვავილი, ანგელოზი, ანგელოზი, ადამიანი, ღმერთი, სინათლე, მიწა, მდოგვის მარცვალი, მატლი, სიმართლის მზე... აბოს საქართველოში შემოსვლის შემდეგ ქართლი მისთვის ქრისტიანული სულიერების კარად იქცა, აქ შეისწავლა ქრისტეს სჯული; ქრისტიანული სულიერების კარში შესვლის შემდეგ ქრისტიანის წინაშე გადარჩენისკენ მიმავალი „გზა“ წარმოჩნდება, იგი ხედავს, რომ უფალთნ უკვდავებაში დასაბრუნებელი ერთადერთი გზა ქრისტიანობაა და სხვა რელიგიებისკენ აღარ გადაიხრება. თავისი ცხოვრების შემდგომ ეტაპზე აბო უფალს ემსგავსება, როგორც „გზას“_ნერსე ერისთავთან ხაზარეთისკენ მიმავალი აბო ნათლისღებას აპირებს, იგი კარგად ხედავს ჭეშმარიტებას, მისთვის არ არსებობს საშიშროე...
პროექტი "სიყვარული შობს სიყვარულს"
2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში ქალაქ თბილისის 72- საჯარო სკოლის მე-5 დ კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე"სიყვარული შობს სიყვარულს".იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის "იავნანამ რა ჰქმნა?!" შესწავლის მერე მოვამზადეთ ილუსტრირებული წიგნები პირველკლასელთათვის. ასევე კლასი დაიყო ჯგუფებად და თითოეულმა ჯგუფმა გაინაწილა, რა ისწავლეს ამ მოთხრობიდან: პირველი ჯგუფი მუშაობდა თემაზე: რამხელა გავლენას ახდენს ბუნება ადამიანზე-ბუნება მკურნალია კაცის ვარამისა და დარდისა"; მეორე ჯგუფმა აირჩია თემად- არა ტრეფიკინგს, არა მოზარდების ჩაგარასა და მათზე ძალადობას, მესამე ჯგუფმა მოამზადა პლაკატი თემაზე: სიყვარული ამარცხებს მტრობასა და სიძულვილს, მეოთხე ჯგუფი მუშაობდა ტოლერანტობასა და შემწყნარებლობაზესხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების ადამიანებს შორის. ხოლო მეხუთე ჯგუფმა იმუშავა იავნანისა და მუსიკის ძალაზე. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნამუშევრები პრეზენტაციაზე და პირველკლასელებს გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები. გამოვთქვით იმედი, რომ პროექტი გაგრძელდება და პატარებიც (...
Комментарии
Отправить комментарий