სასკოლო პროექტი: ქვის წიგნი
1.     პროექტისსახელი:ქვის წიგნი
2.
პროექტისმოკლეაღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეებმა მოამზადონ ხელნაკეთი წიგნები;
3.
პროექტისსრულიაღწერა:ლევან გოთუას მოთხრობა „ქვის დედაენის“ შესწავლის მერე მე-6 კლასში გაგვიჩნდა სურვილი, მოგვემზადებინა სასკოლო პროექტი. მოთხრობაში აღწერილია, როგორ ასწავლა მწიგნობარმა ედიშერმა პატარა ბიჭს წერა-კითხვა გამოქვაბულში: ისრის წვერით ამოუკაწრა ასოები ქვაზე და მთელი ანბანი წიგნივით გადაიტანა ქვის ფირფიტებზე. გაჩნდა იდეა, რომ თავადაც მოემზადებინათ ბავშვებს ხელნაკეთი წიგნები და მიემსგავსებინათ იმ წიგნებისათვის, რომლებსაც ჩვენი წინაპრები ქაღალდისა და სტამბის გამოგონებამდე ამზადებდნენ.  ამ პროექტის დახმარებით ბავშვები გაიღრმავებენ ცოდნას უძველესი დამწერლობების შესახებ, შეისწავლიან საწერი მასალის განვითარების ეტაპებს; პირველყოფილი ილუსტრაციებისა და გამოქვაბულის კედლების მხატვრობის დათვალიერების მერე თავადაც შექმნიან ილუსტრაციებს იმის მიხედვით, რა თემებზე წარმოუდგენიათ, რომ შეიძლებოდა ჩვენს წინაპრებს დაეწერათ წიგნი. დაიყოფიან ჯგუფებად და 1 თვის მანძილზე გაანაწილებენ ამ სამუშაოს. ჯგუფში იქნება 6 წევრი: რედაქტორი, დიზაინერი, ტექნიკური  მენეჯერი, საინფორმაციო მენეჯერი, ჯგუფის ლიდერი და პრეზენტატორი. პარალელურად ფასილიტატორი/ პედაგოგი განახორციელებს მონიტორინგს, რათა  გზადაგზა თითოეული ჯგუფის საჭიროებები დავადგინოთ და გავუწიოთ შესაბამისი კონსულტაცია ან დახმარება. მოსწავლეებს ექნებათ საშუალება, თავად შეარჩიონ თემები და გადაწყვიტონ, რა სახის ინფორმაციას მიაწვდიდნენ პირველყოფილი/ქვის წიგნები ადამიანებს. შესაძლოა, მივაწოდოთ თემების ჩამონათვალი: ბიბლიური მოთხრობები, სახარების იგავები, ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, უძველესი ცივილიზაციების შესახებ მოკლე ინფორმაცია, „ვეფხისტყაოსნის“ ფრაგმენტები, უძველესი ქართული წარწერების ასლები, ფრესკებისა და ხატების წარწერები,  მითები და ლეგენდები... მასალის იმიტაციასაც თავად  მოახერხებენ: ეტრატის, პაპირუსის, ქვისა თუ თიხის მიმსგავსება მათ გემოვნებასა და  არჩევანზე იქნება დამოკიდებული. შესაძლოა და სასურველიც, გამოიყენონ უძველესი ქართული დამწერლობის-ასომთავრულისა და ნუსხა-ხუცურის ასოები, უძველესი ჩუქურთმები, ქარაგმები ან ორნამენტები. I ეტაპი-ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების გადანაწილება/დელეგირება, რესურსების მოძიება, ინფორმაციის მოგროვება; IIეტაპი- დიზაინის შერჩევა, მასალების განლაგება, სამუშაოს თავმოყრა/ორგანიზება; III ეტაპი- ხელნაკეთი წიგნის მომზადება, გაფორმება, პრეზენტაციისათვის მზადება; ვადის დასრულების შემდეგ ჯგუფები პრეზენტაციას მოაწყობენ კლასში, შემდეგ კი ნამუშევრები გამოიფინება დერეფანში და ჟიური ერთი კვირის ვადაში შეაფასებს ნამუშევრებს შემდეგი კრიტერიუმებით: შესაბამისობა თემასთან, მრავალფეროვანი შინაარსი, ორიგინალური დიზაინი(იხ. შეფასების რუბრიკა). საუკეთესო  წიგნები დაჯილდოვდება I ,II, III, ხარისხის სიგელებით.
4. მონაწილეთაასაკი/კლასები:მე-6 კლასები; მონაწილე პედაგოგები: ნათია ჩაჩანიძე, ლალი გაბრიელაშვილი, სალომე ასანიძე
5. ვადები/ხანგრძლივობა:1თვე, 2015 წლის 5 ოქტომბერი-5 ნოემბერი;
6.
პროექტისშესაძლოაქტივობებიკლასში:მინილექცია, დისკუსია,ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია, თვითშეფასება;
7. მოსალოდნელიშედეგები/პროდუქტები, რაცშეიძლებაშეიქმნას:მომზადდებაპროექტისბლოგი, მოეწყობამოსწავლეთანამუშევრებისგამოფენა,შეიქმნება ახალი სასწავლო რესურსი,მომზადდებასაგაზეთოსტატია.უძველესი   ვესტუმრებით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს და დავათვალიერებთ ალავერდის, ჯრუჭის, მოქვის სახარებების მულაჟებს, სვეტიცხოვლის გულანსა და „ვეფხისტყაოსნის“ უძველესგამოცემებს.
8. სამუშაოენა :ქართული
9.საგნებთან/საგნობრივჯგუფებთან/ეროვნულსასწავლოგეგმასთანკავშირი:კავშირი ხელოვნებასა და ისტორიასთან.ეროვნული სასწავლო გეგმა(ქართული): მოსწავლემ უნდა შეძლოს:)ჯგუფთან ერთად მოამზადოს და წარმოადგინოს ნამუშევარი კონკრეტულ თემაზე;) სხვადასხვა გზით(ბიბლიოთეკა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ინტერნეტი) მოიპოვოს მასალა შერჩეულ საკითხზე; გ)შეძლოს მასალის ამოკრება, დახარისხება, გადარჩევა,;
დ) ხელოვნებასა და ისტორიასთან–ესგVI-1მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტები და პრინციპები ნამუშევრის შექმნისას. VI-11 მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოები ისტორიასა და კულტურასთან. VI– 6 მოსწავლეს შეუძლია გუნდში მუშაობა შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემების გადასაჭრელად.
10. პროექტის ფასილიტატორი:ქეთიქათამაძე
1
1. პროექტის ფასილიტატორისელ.ფოსტა:qeti75@gmail.com
1
2. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:www.qetiiunesco.blogspot.com




გამოფენა სკოლაში







ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში










Комментарии

  1. ყოჩაღ ბავშვებო და ქეთი მასწავლებელო !

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

რეფერატი: აბო თბილელის მსგავსება უფალთან

პროექტი "სიყვარული შობს სიყვარულს"