რეფერატი: აბო თბილელის მსგავსება უფალთან
72-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის ნინო გამცემლიძის
რეფერატი თემაზე:
აბოს მიმსგავსება უფალთან
„წამებაი
წმიდისა ჰაბოისი“ არის იოანე საბანისძის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები, რომელიც დაიწერა
მე-8 საუკუნეში. ავტორი იყენებს ჰაგიოგრაფიულ სახე-სიმბოლოებს და აბოს მიამსგავსებს
უფალს 18 ნიშნით. ესენია: კარი, გზა, ტარიგი, მწყემსი, თავსაკიდური ლოდი, მარგალიტი, მარილი, ყვავილი, ანგელოზი,
ანგელოზი, ადამიანი, ღმერთი, სინათლე, მიწა, მდოგვის მარცვალი, მატლი, სიმართლის მზე...
აბოს საქართველოში შემოსვლის შემდეგ ქართლი მისთვის ქრისტიანული სულიერების
კარად იქცა, აქ შეისწავლა ქრისტეს სჯული; ქრისტიანული სულიერების კარში შესვლის შემდეგ
ქრისტიანის წინაშე გადარჩენისკენ მიმავალი „გზა“ წარმოჩნდება, იგი ხედავს, რომ უფალთნ
უკვდავებაში დასაბრუნებელი ერთადერთი გზა ქრისტიანობაა და სხვა რელიგიებისკენ აღარ
გადაიხრება. თავისი ცხოვრების შემდგომ ეტაპზე აბო უფალს ემსგავსება, როგორც „გზას“_ნერსე
ერისთავთან ხაზარეთისკენ მიმავალი აბო ნათლისღებას აპირებს, იგი კარგად ხედავს ჭეშმარიტებას,
მისთვის არ არსებობს საშიშროება, რომ სწორი გზიდან გადაუხვიოს და მოხვდეს ხაზართა გავლენის
ქვეშ, რომელთაც „შჯული არა აქუს, გარნა ღმერთი ხოლო შემოქმედი იციან“. აბო ნათელს იღებს
და აქ სრულდება მისი კათაკმევლობის პერიოდი. ის, ვინც გადარჩენის გზა შეიცნო, შინაგანად
იქითკენ იქნება მიმართული, რომ თავის თავში ჩაკლას წარმავალი მიდრეკილებები, ანუ „ტარიგივით“
შეეწიროს უფალს. შემდგომ ეტაპზე ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იწყებს ნეტარი აბო ძლიერ მარხვას
„დუმილითა და მარხუითა“, როგორ „მოაუძლურებდა ხორცსა სიჭაბუკისა თვისისათა“. როცა ადამიანი
სულიერად საკმაოდ არის განწმენდილი და ამაღლებული, მხოლოდ ამის შემდეგ მისცემს თავს
უფლებას, რომ სხვები განსწავლოს, ანუ გახდეს „მწყემსი“. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ასწავლის
ნეტარი აბო აფხაზეთის მთვარს, რომ ქრისტიანი არ უნდა შეუშინდეს განსაცდელს. წუთისოფლურ
გულისთქმათა მოძალებისას, ძალიან ამაღლდება ქრისტიანი. წუთისოფლური მიდრეკილებების
მქონენი არ მიიღებენ მის. ქრისტიანი თავის რწმენას ისე მტკიცედ უნდა დაეყრდნოს, როგორც
„საკიდურ ლოდს“. „მწყემსის“ შემდეგ „ლოდი საკიდური“ არის დასახელებული პირველ
თავში, ვფიქრობთ, რომ აბო უფალს სწორედ ამ
სიმბოლოში გამოხატულს მიემსგავსება. მართლაც, ატყვევებენ აბოს, ხან ქრთამს სთავაზობენ,
ხან ემუქრებიან. ის კი მტკიცეა როგორც „ლოდი“. ჭეშმარიტმა ქრისტიანმა ყველაფერი ამქვეყნიური
უნდა დათმოს, უნდა ეცადოს, რომ მთლიანად მოიცილოს სულიდან წარმავალი მიდრეკილებები,
რათა „მრავალსასყიდლის მარგალიტი“ ანუ ზეციერი სასუფეველი მოიპოვოს. მარგალიტი ზეციერი
სასუფევლისა და სიბრძნის სიმბოლოა. ნაწარმოებიდან ჩანს, რომ თავისი ცხოვრების შემდგომ
ეტაპზე აბო „მარგალიტის მძებნელ“ „ვაჭარს“ ემსგავსება. იგი საპყრობილეში ყველაფერს
ყიდის და სალოცავად სანთლებს ყიდულობს, ლოცულობს, მასთან მისულ მლიქვნელებს არ ესაუბრება,
არ უყრის „სიბრძნის მარგალიტებს“. ამის შემდეგ კიდევ უფრო ამაღლებულებულ ადამიანს ექნება
დიდი ძალა, რომ თავისი სიტყვით ისევე დაიცვას ადამიანის სული და, აქედან გამომდინარე,
სხეული სიბილწის მომტანი სულიერებისგან, როგორც მარილი იცავს ხორცს.
იოანე საბანისძე აღწერს, თუ როგორ წარმოთქვამს აბო მონოლოგს, იგი ამბობს,
რომ ქრისტესთვის თავის გაწირვას აპირებს. მტკიცე სურვილი ქრისტესთვის გაწიროს ამქვეყნიური
სიცოცხლე, მის არსებაში ღვთაებრივი ცეცხლის სახეს ღებულობს. ეს არის ცეცხლი, რომელიც
ადამიანს განწმედს, განასპეტაკებს. ე.ი. ნეტარი აბო ამ მომენტში ამაღლებულია, ემსგავსება
უფალ,ს რომლის სიმბოლური სახელია „მარილი“. მართალია, მას ჯერ არ გაუწირავს სხეული,
მაგრამ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, უფრო მეტად კი მაშინ ამაღლდება, როცა აღასრულებს
გადაწყვეტილებას. თუ წამებისთვის მომზადებული შეძლებს ქრისტესთვის მოწამეობას და არ
დაეცემა, რადგან „მარილის“ შემდეგ პირველ თავში „ყვავილია“დასახებული, საფიქრელი ხდება,
რომ ნეტარი აბოს ცხოვრების შემდეგი ეტაპიც სწორედ ამ სახელთან დაკავშირებულად წარმოჩნდება.
მართლაც, იოანე საბანისძე გვიჩვენებს, რომ
მონოლოგის წარმოთქმის შემდეგ აბომ „მოითხოვა წყალი და დაიბანა პირი თვისი და იცხო ზეთი
თავსსა თვისსა და თქვა: „მაშინ სადამე ვიყავ მე თვით მენელსაცხებლე კეთილად შემზადებელ
სულნელთა მათ საცხებელთა, ხოლო ესე საცხებელი დღედ და დაფლვისა ჩემისა არს, ამიერითგან
არღარა ვიცხო განქარვებადი ესე მწირობისა ჩემისა ზეთი, არამედ ვითარცა ქებასა შინა
ქებათასა ბრძენმან სოლომონ მასწავლა მე:“სულნელებასა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდე,
ქრისტე, რომელმან აღმავსე მე განუქარვებელითა მით სულნელებითა“
ნეტარი აბო სულიერად ღვთაებრივ წალკოტში შედის, გრძნობს ქრისტეს, როგორც
ღვთაებრივი სულნელებელის მომფენს. „დიდისა ზრახვის ანგელოზს“ აბო თავისი ცხოვრების
შემდგომ ეტაპზე ემსგავსება, მაშინ, როცა საზრდოს უკვე აღარ ღებულობს და ლაპარაკობს
დიდ მისიაზე, იმაზე რომ „სიკუდილის აჩრდილებს შორის“ აპირებს გავლას, რათა უფლისმიერი
ჭეშმარიტების მეოხებით დაამარცხოს ისინი. უფალს, როგორც „კაცს“ მაშინ ემსგავსება აბო,
როცა დატყვევებული მიჰყავთ ამირასთან. შემდეგ
„ღმერთია“ დასახელებული, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ამჯერად ეს სახელი უნდა წარმოჩნდეს
აბოს სახელში და მართლაც, სახელი „ღმერთი“ სწორედ მისი ცხოვრების შემდგომ ეტაპზე ჩნდება
მაშინ, როცა აღწერილია თუ როგორ „მივიდოდა“ და „ვითარცა ვინ მოგზაურ ექმნის მკუდარსა,
ეგრეთ ხედვიდა თვისსა მას გუამსა“. ამ დროს მასში
ამაღლებული „მე“ არის გამოღვიძებული. უფალს, როგორც „ნათელს“ მაშინ ჰგავს, როცა
თამამად შედის მსაჯულის წინაშე, სიმბოლურად თუ ვიტყვით, როცა თამამად აქვს აწეული თავისი
სანთელი. ავტორს „ნათელის“ შემდეგ „ქვეყანა“
აქვს ნახსენები და მისი განმარტებით უფალს “ქვეყანა“ იმიტომ ეწოდა, რომ „ქვეყანისა
დამბადებელი ქვეყნით მოიწია და ქვეყნით მიწისგან შექმნულთა მათგან მიწისა ბუნებისა
იგი ხორცნი, ვითარცა შუენიერი ჯეჯილი, აღმოსცენდა ქვეყანით და ნაყოფად გამოიხუნა წმიდანი
თვისნი მოციქულნი და მოწამენი და მართალნი“. ეს იმას ნიშნავს, რომ უფალთან მიმსგავსებული
სულიერად ამაღლებული ადამიანი უფალს ისე სრულად ვერ მიემსგავსება, თუ ძალიან თავმდაბალი
არ გახდა. ამაღლების ამ ეტაპზე ადამიანი ძალიან თვმდაბალი ხდება, ნეტარი აბო უფალს,
როგორც „ქვეყანას“ მაშინ ჰგავს, როცა მსაჯულის წინაშე თავმდაბლებული დგას და მას გაქრისტიანებისკენ
მოუწოდებს. მსაჯული დახატულია ისეთ კაცად, რომელსაც არ აქვს სურვილი აბოს წამებისა
თუმცა იძლებულია ასე მოიქცეს. შემდგომში მსაჯული შესაძლოა „სტეფანეს წამებაში“ აღწერილი
პილატესავით გაქრისტიანდეს. ნახსენებია ასევე „მდოგვის მარცვალი“ და ნათქვამია, რომ
„უფალს მარცვალ მდოგვს ეწოდა , რამეთუ დაიკნინებს თავსა თვისსა და მოგუემსგავსების
ჰასაკსა ჩვენსა, რაითა ურნატსა სულისა ჩვენისასა დაენერგოს და რტოთ მათზედა ჯვარისა
მისისათა ზედა შეგუკრიბნეს და აღმაღლდეს და ჩუენ აღგუამაღლნეს მის თანა“ . აქ უფალი კიდევ უფრო თავმდაბლებულად
არის წარმოჩენილი. სულიერი ამაღლებისას მისი მიმდევარი ხედავს, რომ კიდევ უფრო მეტად
თვმდაბალი უნდა გახდეს, რათა სულიერი აღმასვლა. “მდოგვის მარცვალი“ ადამიანში სიკეთის
დათესვის სიმბოლოა, მას სხვა სიმბოლური დანიშნულებაც აქვს: “ნეტარი აბო სიკეთის მარცვალის
მთსველად მაშინ გვევლინება, როცა ჯალათების წინაშე მუხლმოყრილი დგას და გაღიმებული
სახით ლოცულობს. უფალიც, როცა მას ჯვარზე აკრავდნენ, ლოცულობდა თავისი მკვლელებისთვის.
იგი ჯალათებს უნერგავდა ქრისტეს სიყვარულს და რწმენას. აბო „მდოგვის მარცვალს“ მაშინაც
ჰგავს, როდესაც მისი სისხლი მიწაზე იღვრება,
ახალი,ქრისტესმიერი ძალით ითესება მიწაში. რაც შეეხება ავტორის მიერ დასახელებულ სიმბოლოს
„მატლი“, ამ სიტყვის ხსენება ალბათ ბევრისთვის მოულოდნელია, განა შეიძლება ასეთი სიტყვით
უფლის მოხსენიება? მაგრამ ქრისტიანული ასპექტიდან საკითხის შესწავლა ყოველთის ნათელს
ხდის . სიტყვები „მატლ ვარ და არა კაც“ დავითის ფსალმუნიდანაა. ბიბლიით ადამიანი უკვდავად
შეიქმნა , მაგრამ შესცოდა და გახდა მოკვდავი. დავითი განიცდის ადამიანის მოკვდავებას,
ღმერთმა მიიღო ადამიანის მოკვდავი ბუნება ჯვარცმის
შემდეგ მისი მოკვდინებული ბუნებაც მიიღო და სიმბოლიკის ენაზე უფლის მიერ მიღებულ სწორედ
ამ სიკვდილისაკენ მიდრეკილ ბუნებას ეწოდა
„მატლი“. ქრისტიანული თეოლოგიით უფალი, სანამ მისი სხეული ჯვარცმიდან მესამე დღემდე
საფლავშია დასვენებული,სულიერად ჯოჯოხეთშია ჩასული, რათა მასში მყოფი სულები გაათავისუფლოს
და შემუსროს ჯოჯოხეთი. ავტორი წერს: უფალმა „შეიპყრა ვეშაპი იგი სამჭედურითა, რომელ
არს ეშმაკი და შემუსრნა მანქანებანი მისნი“. ღმერთმა სარწმუნო გახადა, რომ ადამიანი თვისი არსით უკვდავია. ძალიან ამაღლებული
ქრისტიანის მთელ არსებას ბოლოს მთლიანად შეცვლის, ანუ აღდგება ადამიანი „ მატლის“ საფეხურამდე.
ამაღლებულ ადამიანთან ეშმაკისაგან მოდის მცდარი
აზრები, ეშმაკი ანუ „ვეშაპი“, როგორც ის იოანე საბანისძესთან არის დასახელებული, მთელი
ძალით ილაშქრებს ადამიანის წინააღმდეგ. ცდილობს ცხოვრება წარმავლობის მომტანად, ცივად,
შემზარავად მოაჩვენოს მას, მაგრამ ადამიანი ამაღლებულია, სიცრუის ზეგავლენისგან თავისუფლდება. ამის შემდეგ
ადამიანი სულიერად კიდევ უფრო მაღლდება და წილს იღებს უფლის მიერ აღდგომაში, რაც მეორედ
მოსვლის ჟამს მოხდება. სახარების ენით თუ ვიტყვით ხდება : „ძე აღდგომისა“. ამ დროს
ხდება „ მზე სიმართლისა“ ე.ი ადამიანი სულიერად ცათა სასუფეველში ადის და ელოდება იმ
დღეს, როცა ჭეშმარიტებით სულ უფრო აღივსება, რაც მთელ მის არსებას გარდაქმნის, როცა
მადლით სულ უფრო აღივსება და ადგება, იგი მიემსგავსება მკვდრეთით აღმდგარ ღმერთს.
აბო უფალს სიმბოლო „მატლში“ გამოხატულს მაშინ ჰგავს, როცა მდინარეში მისი
ძვლების ჩაყრაზეა ლაპარაკი, შემდეგ კი „სიმართლის მზეს“ ემსგავსება მაშინ, როცა მდინარეზე
წარმოქმნილი ნათლის შესახებ არის ლაპარაკი. ამ დროს წმინდა აბო უკვე ცათა სასუფეველშია
ამაღლებული. მკვდრეთით აღდგომის საფეხურებზე ავტორი გვესაუბრება, როცა წმინდათა მომავალ
აღდგომაზე ლაპარაკობს, წმინდა აბო მაშინ მიემსგავსება მკვდრეთით აღმდგარ ღმერთს და
უკვდავებაში დაუბრუნდება მამას ანუ „ერთ ღმერს გარდაუქცეველს და განუქარვებელს და უცვალებელს“.
ამრიგად, ჩვენ ვხედავთ თუ როგორია „წმინდა აბოს წამების“ კომპოზიცია: პირველ
თავში წარმოდგენილია ქრისტიანის ზეაღმავალი გზა, მეორე და მესამე თვებში ავტორმა ნეტარი
აბოს ცხოვრება დაყო ცალკეულ ეტაპებად და ყოველი
ეტაპი სულიერ საფეხურს დაუკავშირა ამა თუ იმ სიმბოლოებით. აბო იმ თანმიმდევრობით ემსგავსება
უფლის სიმბოლოებს, რა თანმიმდევრობითაც იოანე საბანისძეს ისინი პირველ თავში აქვს ჩამოთვლილი.
რევაზ სირაძემ „წმინდა აბოს წამება“ სავსებით მართებულად შეადარა ტაძარს
: პირველი თავი საძირკველია, მეორე და მესამე კედლები, მეოთხე -გუმბათი. ეკლესია სულიერი
გაგებით მოქმედებას გულისხმობს. „აბოს წამების კითხვისას“ მორწმუნეს ევალება, რომ სულიერი
ცვლილება განიცადოს.
აქვე უნდა ითქვას, რომ ქრისტიანული თეოლოგიით არ არის აუცილებელი ყველა
მორწმუნეს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ სულიერი აღმასვლის საფეხურებზე მიიწევს, ქრისტიანული
ცხოვრების წესი მას თავისთავად აამაღლებს ამ საფეხურებზე, არც ის არის აუცილებელი,
რომ ცალკეულ საფეხურებზე ყველა მაღლდებოდეს _ ღმერთის დიდმა სიყვარულმა შეიძლება ერთბაშად
აამაღლოს ადამიანი, როგორც მაგალითად ნეტარი ავაზაკის შემთხვევაში მოხდა, რომელიც მაცხოვართან
ერთად გააკრეს ჯვარზე და რომელმაც იწამა ქრისტე. სულიერი ამაღლების ამ გზაზე შეიძლება
ამაღლდეს მოწამეც და ბერიც, ჩვეულებრივი ქრისტიანიც და არამოწამეც.
ამრიგად, ვხედავთ თუ როგორ უშუალოდ განსაზღვრავს თეოლოგია ნაწარმოების
ლიტერატურულ მხარეს, მის კომპოზიციას ამიტომ ღვთისმეტყველების გარეშე ამ ნაწარმოების
სრულყოფილად სწავლება შეუძლებელია. იოანე საბანისძე ამა თუ იმ სიმბოლოებით აბოს მიამსგავსებს
უფალთან და ამას დიდი მნიშნველობა აქვს ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებისთვის.
აბო თბილელი- ქართველთა მეოხი
იოანე საბანისძე- აბოს წამება
(Iთავი) უფალი იესო ქრისტე
მოხსენიებულია როგორც:
1.
“კარი” ეწოდა, რადგან თქვა: “მე ვარ კარი ცხოვრებისა” ვინაიდან ჭეშმარიტად როგორც სასუფევლის კარში, შევდივართ მისდამი მორწმუნეები.
2.
“გზა” ეწოდა, რადგან თქვა:
“მე ვარ გზა,
ჭეშმარიტება და ცხოვრება”), ვინაიდან გზა ხდება იგი ჩვენთვის, ზეცად ამსვლელთათვის.
3.
“ტარიგი” ეწოდა, “რადგან ჩვენთვის დაიკლა” და მარადის ცოცხალია და საუკუნო ცხოვრებას გვანიჭებს თავისი ხორცისა და სისხლის ჩვენდამი განაწილებით.
4.
“მწყემსი” ეწოდა, რადგან თქვა: “მე ვარ კარგი მწყემსი”. ჭეშმარიტად ასეა, რადგან მოგვაქცია მან გზასაცდენილი ცხვრები, თავად კი გვმწყემსავს.
5.
“თავსაკიდური ლოდი” ეწოდა წინასწარმეტყველის მიერ , რადგან იგია,
რომელიც შეურაცხყოფილი და უკუგდებული გახდა მღვდელთმოძღვართა და მწიგნობართა მიერ, ებრაელთა ტომისგან იერუსალიმში, თუმცა მთელი ცისქვეშეთის თავი გახდა იგი.
6.
“მარგალიტი” ეწოდა, რადგან იგი,
როგორც მარგალიტი, ღმრთეებით ბრწყინდება სულსა და ხორცს შორის, მისი რწმენა ფასდაუდებელი
განძია ყოველი მორწმუნისათვის.
7.
“მარილი” ეწოდა, რადგან ჩვენს ამ ცოდვით შერყვნილ ხორცს მიეახლა, კერპთმსახურების სიმყრალე გაგვაშორა და ჩვენი სულები ღმრთისმსახურების სარწმუნოებით სურნელოვნად შეაზავა.
8.
“ყვავილი” ეწოდა, რადგან
იესეს
ძირიდან
ყვავილად აღმოცენდა. ეკლესიაში წმინდა ქალწულ მარიამისგან ხორციელად, ხოლო ღმრთეების სურნელებით მადლის სული მოჰფინა ჩვენზე.
9.
“ანგელოზი” ეწოდა, რადგან წინასწარმეტყველის მიერ სახელად აქვს მას “დიდი განზრახვის ანგელოზი, საკვირველი”, რომელიც მამის მიერ მხსნელად მოვიდა ჩვენთან.
10. “ადამიანი” ეწოდა, რადგან ჭეშმარიტად სრული ადამიანობა შეიმოსა მან ცოდვის გარეშე და თავისი ღმრთეება ჩვენ გამოგვიცხადა.
11.
“ღმერთი” ეწოდა, როგორც თქვა ნეტარმა იოანე მახარებელმა: “ღმერთი იყო ის სიტყვა და ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, რამდენიც კი შეიქმნა”.
12. “სინათლე” ეწოდა მის მიერვე,
რადგან თქვა:
“იყო ჭეშმარიტი სინათლე, რომელიც ასინათლებს ყველა ადამიანს, ამქვეყნად მომსვლელს”
13. “მიწა” ეწოდა, როგორც თქვა დავითმა:
“მიწამ გამოიღო თავისი ნაყოფი.
გვაკურთხე ჩვენ, ღმერთო, ღმერთო ჩვენო” . ჭეშმარიტად, მიწის დამბადებელი მიწაზე მოვიდა და მიწის მტვრით შექმნილთაგან აღმოცენდა მიწამტვრის ბუნების მქონე ხორცი, როგორც მშვენიერი ჯეჯილი, და ნაყოფად გამოიღო თავისი წმინდანები: მოციქულები, მოწამეები, მართალნი, და ეს დაწყევლილი მიწა კურთხევის ნაყოფით აავსო.
14. “მდოგვის მარცვალი” ეწოდა,
რადგან იმცირებს იგი თავის თავს და მიემსგავსება ჩვენს აღნაგობას, რომ ჩვენი სულის ხნულში დაირგოს, ღრმად გაიბას ძირი, თავისი ჯვრის რტოებზე შეგვკრიბოს, ამაღლდეს და თავის თავთან ერთად ჩვენც აგვამაღლოს.
15.
“მატლი” ეწოდა, რადგან
თქვა:
“მატლი ვარ და არა ადამიანი”, ვინაიდან ღმრთეების გამობრწყინებით თავისი ეს ღმრთეება, როგორც ანკესი თავის სხეულში დაფარა ისე როგორც მატლში,
ჩააგდო იგი ამ სოფლის ზღვაში და ამოიღო როგორც კეთილმა მეთევზემ,
16.
“სიმართლის მზე” ეწოდა,
რადგან თქვა წინასწარმეტყველმა: “და გამოგიბრწყინდებათ თქვენ, მისი სახელის მოშიშთ, სიმართლის მზე,
რომელსაც აქვს კურნება თავისი ფრთების ქვეშ”, ვინაიდან სწორედ იგია, რომელიც იფარავს და ათბობს, და “არაფერია, რაც დაეფარება მის სიცხეს”.
ტექსტში აბო შედარებული და მოხსენიებულია, როგორც:
1.
ველური ზეთისხილი
2.
ვარდი ეკალთა შორის გამოჩინებული;
3.
მარჯვენა ავაზაკს
ემსგავსა, რადგან გზასაცდენილი იყო, მაგრამ მოინანია;
4.
ქრისტეს მხედარი;
5.
ქართველთა მეოხი;
6.
გვირგვინოსანი მარტვილი;
7.
მოციქულ პავლეს მსგავსად
თავი მოჰკვეთეს ქრისტეს აღსარებისათვის;
8.
ცეცხლით დამწვარი
და ღვთისთვის შეწირული უბიწო კრავი;
9.
ბრძოლისმძლეველი წმინდა
მოწამე;
10.
მეთერთმეტე ჟამის
მუშაკი;
11.
სანთელი ზედა სასანთლესა;
12.
ზეთი განუქარვებელი;
13.
სასწაულები მოხდა
მისი გარდაცვალების ადგილას;
14.
ნათლისღებას აწამეს;
15.
უფლის მსგავსად მარხულობდა,
ლოცულობდა, ეზიარა და ზეთი იცხო;
16.
ქადაგებდა და ხალხს
ქრისტიანობისკენ მოაქცევდა;
17.
უფლის მსგავსად აწამეს,
დაითმინა უსიტყვოდ ყველაფერი, ხალხს ამხნევებდა თავად;
18.
ფსალმუნებდა და საგალობელს
კითხულობდა.
ლალი
დათაშვილის აზრით, უფალთან აბოს მსგავსება გამოიხატება 7 ნიშნით: 1.ორივე მოღვაწეობდა სამი წლის განმავლობაში; 2. ნათლობის შემდეგ ორივემ დაიწყო მარხვა და დუმილი; 3. ორივე აწამეს პარასკევს; 4. აბოს წამება დაემთხვა ნათლისღებას - უფალი მოინათლა წყლით, აბო - სისხლით; 5. ორივე წმ. კრავია, ამიტომ გაახვიეს აბო ცხვრის ტყავში; 6. ორივეს საფლავზე ერთნაირად მიისწრაფოდნენ და იკურნებოდნენ;
7. ისიც ქადაგებდა და ხალხს ქრისტიანობისაკენ მოაქცევდა.( "საღვთისმეტყველო საკითხები" თბილისი 2002წ.)
აბო თბილელის მსგავსება
უფალთან
უფალს იოანე საბანისძე ამკობს შემდეგი სიმბოლოებით: ტექსტთან კავშირი:
1.
|
“კარი” ეწოდა, რადგან თქვა: “მე ვარ კარი ცხოვრებისა” ვინაიდან ჭეშმარიტად როგორც სასუფევლის კარში, შევდივართ მისდამი მორწმუნეები.
|
ავტორი
ასე აქებს აბოს: „შენ კარი სამოთხისა განაღე ჯვარითა ქრისტესითა!“
|
2.
|
“გზა” ეწოდა, რადგან თქვა: “მე ვარ გზა,
ჭეშმარიტება და ცხოვრება”, ვინაიდან გზა ხდება
იგი ჩვენთვის, ზეცად ამსვლელთათვის.
|
აბომ დიდი გზა განვლო, სანამ უფლის ჭეშმარიტებას იპოვიდა;
|
3.
|
“ტარიგი” ეწოდა, “რადგან ჩვენთვის დაიკლა” და მარადის ცოცხალია და საუკუნო ცხოვრებას გვანიჭებს თავისი ხორცისა და სისხლის ჩვენდამი განაწილებით.
|
აბო ნაწარმოებში
შედარებულია ღვთისათვის შეწირულ და ცეცხლზე დამწვარ უბიწო კრავთან.
|
4.
|
“მწყემსი” ეწოდა, რადგან თქვა: “მე ვარ კარგი
მწყემსი”. ჭეშმარიტად ასეა,
რადგან მოგვაქცია მან გზასაცდენილი ცხვრები, თავად კი გვმწყემსავს.
|
იგი გახდა მწყემსი მრავალთათვის, რადგან ადამანებმა
სძლიეს მისი მაგალითით შიშს და მოინათლნენ.
|
5.
|
“თავსაკიდური ლოდი” ეწოდა
წინასწარმეტყველის მიერ , რადგან იგია, რომელიც შეურაცხყოფილი და
უკუგდებული გახდა მღვდელთმოძღვართა და მწიგნობართა მიერ, ებრაელთა ტომისგან იერუსალიმში, თუმცა მთელი ცისქვეშეთის თავი გახდა იგი.
|
?
|
6.
|
“მარგალიტი” ეწოდა, რადგან იგი, როგორც მარგალიტი, ღმრთეებით ბრწყინდება სულსა და ხორცს შორის, მისი რწმენა ფასდაუდებელი
განძია ყოველი მორწმუნისათვის.
|
გვირგვინოსანს უწოდებს ავტორი აბოს, რადგან
მარადიული, უძვირფასესი გვირგვინით შეამკო იგი უფალმა.
|
7.
|
“მარილი” ეწოდა, რადგან ჩვენს ამ ცოდვით შერყვნილ ხორცს მიეახლა, კერპთმსახურების სიმყრალე გაგვაშორა და ჩვენი სულები ღმრთისმსახურების სარწმუნოებით სურნელოვნად შეაზავა.
|
აბო სურნელოვან საცხებელთა კეთილად შემზავებელი
იყო, მენელსაცხებლე, თუმცა თავისი ღვაწლით შეაგროვა განუქარვებელი ზეთი.
|
8.
|
“ყვავილი” ეწოდა, რადგან იესეს ძირიდან ყვავილად აღმოცენდა. ეკლესიაში წმინდა ქალწულ მარიამისგან ხორციელად, ხოლო ღმრთეების სურნელებით მადლის სული მოჰფინა ჩვენზე.
|
აბოს
ავტორი ადარებს ვარდს ეკალთა შორის, რადგან იგი აღმოცენდა მაჰმადიანთა შორის, თუმცა
ბოლოს კეთილი ნაყოფი გამოიღო.
|
9.
|
“ანგელოზი” ეწოდა, რადგან წინასწარმეტყველის მიერ სახელად აქვს მას “დიდი განზრახვის ანგელოზი, საკვირველი”, რომელიც მამის
მიერ მხსნელად მოვიდა ჩვენთან.
|
სულიწმინდის
ძალით მოინათლა იგი, მისი წამების დღე ნათლისღებას დაემთხვა, ამით უფალმა იგი გამოარჩია
სხვათაგან.
|
10.
|
“ადამიანი” ეწოდა, რადგან ჭეშმარიტად სრული ადამიანობა შეიმოსა მან ცოდვის გარეშე და თავისი ღმრთეება ჩვენ გამოგვიცხადა.
|
აბომაც
დაითმინა უფლის მსგავსად ხორციელი ტკივილები, დაამარცხა შიში და ამაღლდა ზეცად უფლის
მსგავსად.
|
11.
|
“ღმერთი” ეწოდა, როგორც თქვა ნეტარმა იოანე მახარებელმა: “ღმერთი იყო ის
სიტყვა და ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, რამდენიც კი შეიქმნა”.
|
?
|
12.
|
“სინათლე” ეწოდა მის
მიერვე, რადგან თქვა: “იყო
ჭეშმარიტი სინათლე, რომელიც ასინათლებს ყველა
ადამიანს, ამქვეყნად მომსვლელს” .
|
აბოც ემსგავსება უფალს, რადგან ანთებული სანთლებით
ხელში ათენებს ღამეს ლოცვაში, იგია „სანთელი ზედა სასანთლესა გადგმული, რაითა ჰნათობდეს
ყოველთა.“
|
13.
|
“მიწა” ეწოდა, როგორც თქვა დავითმა: “მიწამ გამოიღო თავისი ნაყოფი. გვაკურთხე ჩვენ, ღმერთო, ღმერთო ჩვენო” . ჭეშმარიტად, მიწის დამბადებელი მიწაზე მოვიდა და მიწის მტვრით შექმნილთაგან აღმოცენდა მიწამტვრის ბუნების მქონე ხორცი, როგორც მშვენიერი ჯეჯილი, და ნაყოფად გამოიღო თავისი წმინდანები: მოციქულები, მოწამეები, მართალნი, და ეს დაწყევლილი მიწა კურთხევის ნაყოფით აავსო.
|
იგი შედარებულია
ვენახის მეთერთმეტე ჟამის მუშაკთან, ანუ მისი შრომა გაუტოლდა მასზე ადრე წამებულთა
ღვაწლს. „შენ ქრისტეს მოწამეთა მათ ნაყოფ ექმენ და მოციქულთა- მოწაფე.“
|
14.
|
“მდოგვის მარცვალი” ეწოდა,
რადგან იმცირებს იგი თავის თავს და მიემსგავსება ჩვენს აღნაგობას, რომ ჩვენი სულის
ხნულში დაირგოს, ღრმად გაიბას ძირი,
თავისი ჯვრის რტოებზე შეგვკრიბოს, ამაღლდეს და თავის
თავთან ერთად ჩვენც აგვამაღლოს.
|
ავტორი
ადარებს აბოს ველურ ზეთისხილს, რადგან იგი უცხო ნიადაგზე გაზრდილი, საქართველოში
გადმორგო უფალმა და მოგვცა კეთილი ნაყოფი.
|
15.
|
“მატლი” ეწოდა, რადგან თქვა: “მატლი ვარ
და არა ადამიანი”, ვინაიდან ღმრთეების გამობრწყინებით თავისი ეს ღმრთეება, როგორც ანკესი თავის სხეულში დაფარა ისე როგორც მატლში, ჩააგდო იგი ამ
სოფლის ზღვაში და ამოიღო როგორც კეთილმა მეთევზემ, რის შესახებაც ამბობს: “შეიპყრობ დიდ ვეშაპს ანკესით და გააცვამ მას ყბებზე აღვირს და კაუჭს მის ცხვირში”.
|
?
|
16.
|
“სიმართლის მზე” ეწოდა,
რადგან თქვა წინასწარმეტყველმა: “და გამოგიბრწყინდებათ თქვენ,
მისი სახელის მოშიშთ, სიმართლის მზე, რომელსაც აქვს კურნება თავისი ფრთების ქვეშ”, ვინაიდან სწორედ იგია, რომელიც იფარავს და
ათბობს, და “არაფერია, რაც
დაეფარება მის სიცხეს”.
|
აბოს
წამების ადგილას, სადაც მისი ძვლები ჩაყარეს მტკვარში, გამობრწყინდა დიდებული ვარსკვლავი
და ნათელი დაადგა იქაურობას, ავტორი წერს: “შენ უგუნურთა მათ შემწირველთა შენთა მახვილითა
და ცეცხლითა უმეტეს ალისა განგაბრწყინვეს.“
|
17.
|
|
ავტორი
აბოს ამსგავსებს მარჯვენა ავაზაკს, რადგან თავიდან ისიც გზასაცდენილი იყო, მაგრამ
ბოლოს მოინანია.
|
18.
|
|
ამსგავსებს
მოციქულ პავლეს, რომელიც გვიან გადავიდა ქრისტეს მოწაფეთა რიგებში, ბოლოს მასაც თავი
მოჰკვეთეს.
|
19.
|
|
ებრაელთა
მამამთავარ აბრაამს ადარებს, რომელსაც ასევე დაავალა უფალმა თავისი ქვეყნიდან გამოსვლა
და მინიშნებულ ქვეყნად გადასახლება.
|
Комментарии
Отправить комментарий