პროექტი "სიყვარული შობს სიყვარულს"
2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში ქალაქ თბილისის 72- საჯარო სკოლის მე-5 დ კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე"სიყვარული შობს სიყვარულს".იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის "იავნანამ რა ჰქმნა?!" შესწავლის მერე მოვამზადეთ ილუსტრირებული წიგნები პირველკლასელთათვის. ასევე კლასი დაიყო ჯგუფებად და თითოეულმა ჯგუფმა გაინაწილა, რა ისწავლეს ამ მოთხრობიდან:
პირველი ჯგუფი მუშაობდა თემაზე: რამხელა გავლენას ახდენს ბუნება ადამიანზე-ბუნება მკურნალია კაცის ვარამისა და დარდისა";
მეორე ჯგუფმა აირჩია თემად- არა ტრეფიკინგს, არა მოზარდების ჩაგარასა და მათზე ძალადობას,
მესამე ჯგუფმა მოამზადა პლაკატი თემაზე: სიყვარული ამარცხებს მტრობასა და სიძულვილს,
მეოთხე ჯგუფი მუშაობდა ტოლერანტობასა და შემწყნარებლობაზესხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების ადამიანებს შორის.
ხოლო მეხუთე ჯგუფმა იმუშავა იავნანისა და მუსიკის ძალაზე.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნამუშევრები პრეზენტაციაზე და პირველკლასელებს გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები. გამოვთქვით იმედი, რომ პროექტი გაგრძელდება და პატარებიც (I კლასის მოსწავლეები, ხელმძღვანელი თინათინ მელქაძე) დაასურათებენ მათთვის საყვარელ ზღაპარს ან ანიმაციურ მულტფილმს. მოსწავლეებმა შეავსეს თვითშფასების კითხვარიც, ჩამოწერეს 3რამ, რაც მოეწონათ ამ პროექტში, 2 რამ , რასაც გაითვალისწინებენ მომავალ პროექტზე მუშაობისას და 1 რამ, რაზეც გაუჩნდათ კითხვა ან არ გამოუვიდათ.
Комментарии
Отправить комментарий