სასწავლო პროექტი ჩვენ-ანიმატორები
სასწავლო პროექტი : ჩვენ-ანიმატორები
2017 წლის 3 აპრილს 72-ე საჯარო სკოლის მე-6 დ
კლასმა წარმოადგინა პროექტის პრეზენტაცია.
2017 წლის 3 აპრილს 72-ე საჯარო სკოლის მე-6 დ
კლასმა წარმოადგინა პროექტის პრეზენტაცია.
1.
პროექტის სახელი: ჩვენ-ანიმატორები
2. პროექტის მოკლე აღწერა:სულხან-საბა ორბელიანის იგავების მიხედვით ანიმაციების მომზადება;
2. პროექტის მოკლე აღწერა:სულხან-საბა ორბელიანის იგავების მიხედვით ანიმაციების მომზადება;
3. პროექტის
სრული აღწერა: სულხან-საბა ორბელიანის იგავების შესწავლის შემდეგ
გადავწყვიტეთ, იგავების პერსონაჟები გაგვეცოცხლებინა, მოგვემზადებინა ანიმაციები, ასევე
გვეცადა იგავების შეცვლაც სხვა პერსონაჟის
დამატებითა და მორალის შეცვლით. მიზანი პროექტისა იყო შემოქმედებითი უნარების გააქტიურება,
სინთეზისა და კრეატიულობის უნარის გაუმჯობესება, ნასწავლი ცოდნის განახლება და გამოყენება.
კლასი დავყავით მცირე ჯგუფებად -3-4 მოსწავლე
ჯგუფში, გავანაწილეთ იგავები და დავგეგმეთ ჩასატარებელი სამუშაო.
I ეტაპი-ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების გადანაწილება/დელეგირება, რესურსების
მოძიება, ინფორმაციის მოგროვება;
IIეტაპი- დიზაინის შერჩევა, სამუშაოს თავმოყრა/ორგანიზება;
III ეტაპი- შეცვლილი ვერსიის დამუშავება, ანიმაციის მომზადება, გაფორმება;
IV ეტაპი- პრეზენტაციისათვის მზადება;
პროექტზე მუშაობის პარალელურად ფასილიტატორი/ პედაგოგი ახორციელებდა მონიტორინგს,
რათა გზადაგზა თითოეული ჯგუფის საჭიროებები
დაგვედგინა და გაგვეწია შესაბამისი კონსულტაცია/ დახმარება.
ვადის დასრულების შემდეგ ჯგუფებმა პრეზენტაცია მოაწყვეს ჯეოსელის კლასში,
შემდეგ კი ნამუშევრები აიტვირთა ბლოგსა და ფეისბუქგვერდზე. პედაგოგთა დაკვირვების,
ურთიერთშეფასებისა და ჟიურის დახმარებით გამოვავლინეთ
I ,II, III ადგილზე გასული ნამუშევრები. ხოლო ერთი კვირის ვადაში გამოვლინდა მოწონებების მიხედვით
გამარჯვებული გუნდებიც. ნამუშევრები შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: საინტერესო შინაარსი+დამაჯერებელი
შეცვლილი ვერსია, ორიგინალური დიზაინი, ეფექტური პრეზენტაცია(იხ. შეფასების რუბრიკა).
საუკეთესო ნამუშევრები დაჯილდოვდა I ,II,
III ხარისხის სიგელებით.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: მე-6 კლასი; მონაწილე პედაგოგები: ელისო გუგულაშვილი, ქეთი
ქათამაძე;
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2017 წლის 1-30 მარტი
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მინილექცია, დისკუსია, ჯგუფური მუშაობა, მონიტორინგი, პრეზენტაცია, თვითშეფასება;
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2017 წლის 1-30 მარტი
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მინილექცია, დისკუსია, ჯგუფური მუშაობა, მონიტორინგი, პრეზენტაცია, თვითშეფასება;
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც
შეიძლება შეიქმნას: მოეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების
პრეზენტაცია,შეიქმნება
ახალი სასწავლო რესურსი, მომზადდება საგაზეთო სტატია და პროექტის ბლოგი.
8. სამუშაო ენა :ქართული
9.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართულ ენა და ლიტერატურა, ისტი, გამჭოლი კომპეტენციები.
9.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართულ ენა და ლიტერატურა, ისტი, გამჭოლი კომპეტენციები.
ეროვნული სასწავლო გეგმა- ქართული- VI: მოსწავლემ უნდა შეძლოს:
ა)ჯგუფთან
ერთად მოამზადოს და წარმოადგინოს ნამუშევარი კონკრეტულ
თემაზე;
ბ) სხვადასხვა
გზით(ბიბლიოთეკა, მასობრივი
ინფორმაციის საშუალებები,
ინტერნეტი)
მოიპოვოს მასალა შერჩეულ საკითხზე;
გ)შეძლოს
მასალის ამოკრება, დახარისხება, გადარჩევა;
ქართ.დაწყ.(II).7. წაკითხული ტექსტების ინტერპრეტირება, დასაბუთებული
დასკვნის გამოტანა და შეფასება; ტექსტების მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა
და ახსნა; კითხვით გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემა.
ეროვნული სასწავლო გეგმა- ისტი VI– 6 მოსწავლეს შეუძლია გუნდში
მუშაობა შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემების გადასაჭრელად, ასევე ინტერნეტრესურსებისა და ციფრული
რესურსების გამოყენება.
გამჭოლი კომპეტენციები: ციფრული წიგნიერება (იგივე, რაც კომპიუტერული
წიგნიერება). თანამედროვე მსოფლიოში საკომუნიკაციო და ციფრული ტექნოლოგიების
განვითარებამ წიგნიერების ცნება კიდევ უფრო გააფართოვა. იგი ამჟამად
მოიცავს ქსელური ძიების, ტექსტების ელექტრონული დამუშავებისა და სხვადასხვა პროგრამის
გამოყენების უნარსაც, რასაც მთლიანობაში ციფრული წიგნიერება ეწოდება. ინფორმაციული
და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითი და ინოვაციური
მიდგომების გამომუშავებას მოსწავლეებში;
10. პროექტის
ფასილიტატორი:ქეთიქათამაძე
11. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:qeti75@gmail.com
12. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:www.qetiiunesco.blogspot.com
11. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:qeti75@gmail.com
12. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:www.qetiiunesco.blogspot.com













ყოჩაღ ძალიან მომეწონა, ბევრი მასალის გამოყენება შეიძლება
ОтветитьУдалить