144-ე საჯარო სკოლის მე-8 ა და ბ კლასების მოსწავლეებმა მოამზადეს სასკოლო პროექტი: რატომ უნდა ვიკითხოთ კლასიკოსები?! პროექტი იყო გრძელვადიანი- 28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე მოზარდები მუშაობდნენ კედლის გაზეთებსა და პრეზენტაციაზე. ჯგუფებმა გაინაწილეს ქართველი კლასიკოსები: ნიკოლოზ ბარათაშვილი, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა. მათი ცხოვრებისა და შემოქმედების მიხედვით მოამზადეს ორიგინალური ნამუშევრები. შეურჩიეს საინტერესო დიზაინი და გააფორმეს მოძიებული ფოტომასალითა თუ საკუთარი ნახატებით.
Сообщения
Сообщения за 2014
- Получить ссылку
- X
- Электронная почта
- Другие приложения

საყვარელი პერსონაჟების გარეგნულ პორტრეტებზე დაკვირვება, მათი შინაგანი სამყაროს შესწავლა და მათი ქცევის გააანალიზება- ეს იყო სასკოლო პროექტის -"პორტრეტების გალერეა"- მიზანი. პროექტი განხორციელდა 144-ე საჯარო სკოლის VII- ა და ბ კლასის მოსწავლეთა მიერ, პედაგოგები: ქეთი ქათამაძე, ეკა გოგუა. პროექტზე მუშაობა გრძელდებოდა ერთი თვის მანძილზე, ჯგუფებმა 2014 წლის მარტსა და აპრილში მოიძიეს ინფორმაცია მათი საყვარელი პერსონაჟების შესახებ (პროგრამული ან არაპროგრამული ნაწარმოებებიდან), მოამზადეს პლაკატები, 28 აპრილს მოეწყო პრეზენტაცია ჯერ კლასებში, შემდეგ კი ნამუშევრები გამოიფინა სკოლის დერეფანში. სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ, რომელშიც იყვნენ ხელოვნების პედაგოგი, სკოლის დირექტორი , ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები, გამოავლინა გამარჯვებულები. ჯგუფები დაჯილდოვდნენ I, II და III ხარისხის სიგელებით. მსგავსი პროექტების განხორციელება სახალისო და სასარგებლოა მოზარდებისათვის, ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირის დამყარებას და მოსწავლეთა ზოგადი განათლების თვალსაწიერის გაფართოებას, ასევე მხატვრ...